სასწავლო პროექტი


,,აკაკი და საქართველო’’
სასწავლო ექსკურსია სოფელ სხვიტორში


პროექტის მთავარი იდეა: გავაცნო ბავშვებს აკაკი წერეთლის ბიოგრაფია და მისი შემოქმედებიდან პოეზიისა და პროზის საუკეთესო ნიმუშები.

პროექტის აქტუალობა: ბავშვები გაეცნობიან იმ ნაწარმოებებს, რომლებიც პროგრამით არ არის გათვალისწინებული, ჩამოუყალიბდებათ ურთიერთ თანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევები, ექსკურსიაზე ქცევის წესები, შეისწავლიან ინფორმაციის მოპოვების გზებს.

პროექტის მიზნები: აკაკი წერეთლის სახლ–მუზეუმის ნახვა, მეტი ინფორმაციის მოპოვება აკაკის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

მონაწილეთა ასაკი: 12–13 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
დაათვალიერებენ აკაკის სახლ–მუზეუმს, შეისწავლიან ინფორმაციის მოპოვების გზებს და მეტ ინფორმაციას მოიპოვებენ აკაკის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტი, სახელმძღვანელო, რვეული, საწერკალამი, ფოტოაპარატი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1. თემა შევარჩიე მოსწავლეებთან ერთად მათი ინტერესების გათვალისწინებით.
კლასი დავყავი 2 ჯგუფად და გავანაწილე დავალებები:
1 ჯგუფს მივეცი დავალება, ინტერნეტიდან მოიძიონ მეტი ინფორმაცია აკაკი წერეთლის ცხოვრების შესახებ.
2 ჯგუფს კი მივეცი დავალება, მოიძიონ აკაკის პოეზიიდან ლექსები, რომელთაც დაისწავლიან და პროექტის პრეზენტაციის დროს წარმოგვიდგენენ.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული

ქართული VII 1. მოსწავლე ისმენს უცნობი ინფორმაციის შემცველ ტექსტებს და წარმოადგენს ზეპირ ინფორმაციას აუდიტორიის წინაშე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
  • შეარჩევს თემას ზეპირი გამოსვლისათვის, ამზადებს მოხსენებას და წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე;
  • მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის შესაფერის ვიზუალურ მასალას.

პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ბილიხოძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ninobilixodze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий